თუშეთის 2 სოფელს და 8 ნასოფლარს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

2 July 2018

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 ივნისის N02/36 ბრძანებას საფუძველზე თუშეთში მდებარე სოფლებს - კვავლოს და ფარსმას, ასევე ნასოფლარებს - აგეურთა, გირევი, დაქიურთა, ძველი დიკლო, ინდურთა, წარო, ჭონთიო და ჰეღო, - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.