თუშეთში ტურისტული საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა

27 July 2018

5 ივლისს თუშეთში ტურისტული საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა. აღნიშნული პუნქტი ინოვაციური ახალი პროექტის ნაწილია,რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის დანერგვას,შედეგად კი სერვისების გაუმჯობესებასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას თუშეთში. პროექტს გახსნიან საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,ბატონი ტომას პერნიცკი გარემოს დაცვითი ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.

ტურისტული საინფორმაციო პუნქტი შეიქმნა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში და მდებარეობს თუშეთის ეროვნულ პარკში,სამხევის რეინჯერთა სახლთან,სოფელ ომალოსკენ მიმავალ გზაზე. საინფორმაციო პუნქტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამომაწილეობის პრაქტიკის გაცნობა თუშეთში ჩასული ტურისტებისა, თუ ვიზიტორებისათვის. აღნიშნული ფინანსური თანამომონაწილეობა წარმოადგენს მოხალისეობრივ-საქველმოქმედო მოსაკრებელს. ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკის მსგავსად, ფინანსური რესურსების მობილიზება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე წვდომის გასაუმჯობესებლად და უნიკალური ტერიტორიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

პროექტის მსვლელობის ორი თვის განმავლობაში. ტურისტული საინფორმაციო ჯიხური იფუნქციონირებს საპილოტე რეჟიმში. წლევანდელი თუშეთის ტურისტული სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა მოხმარდება სერვისების გაუმჯობესებას, საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას.

ინოვაცია ხორციელდება ჩეხეთის განვითარების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის ბუნების კონსერვაციის სააგენტოსა და კროკონოშეს ეროვნული პარკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, CENN-თან და თუშეთის დაცულ ლანდშაფტთან თანამშრომლობით. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.