ინსტრუქცია სამასალე და საშეშე მერქნის მიღების მსურველთათვის თუშეთში

12 June 2018

იმისათვის, რომ თუშეთის თემის წარმომადგენლებმა ადგილზე მოიპოვონ სამასალე ან საშეშე მერქანი, საჭიროა მათ განცხადებით მიმართონ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს. სამასალე მერქნის მოთხოვნის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • ახალ მშენებლობისა ან/და ობიექტის რეკონსტრუქციის შემთხვევაში შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტი და მშენებლობის ნებართვა.
  • რემონტის შემთხვევაში - მხოლოდ ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები.

 საშეშე მერქნის მოთხოვნის შემთხვევაში:

  • მოთხოვნილი საშეშე მერქნის მოცულობა კომლზე მაქსიმუმ 7 მ3 (მაღალმთიანი მაცხოვრებლის სტატუსის ქონის შემთხვევაში მაქსიმუმ 15 მ3 ) ოდენობით.

   ახმეტის მერის მიერ მერქნის გაცემაზე თანხმობის შემთხვევაში, მომთხოვნი პირი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციდან ბანკში წარადგენს საინფორმაციო ფურცელს, გადაიხდის შესაბამის საფასურს, რის საფუძველზეც ბანკი გასცემს მასზე ხე - ტყის დამზადების ბილეთს. აღნიშნული ბილეთის წარდგინებით თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურისადმი მოხდება მოთხოვნილი მერქნის დამზადება, ტყიდან გამოტანა, დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება და წარმოშობის დოკუმენტაციით უზრუნველყოფა.