სასტუმრო კომპლექსი „ნაბადი“


თუშეთში, სოფელ ომალოში (ბოსელში), მდებარეობს სასტუმრო კომპლექსი „ნაბადი“, რომელსაც ამშვენებს უზარმაზარი ეზო ფიჭვნარით. სასტუმროს აქვს 23 ნომერი (22 - 2 ადგილიანი, 1 საოჯახო ტიპის - 4 ადგილიანი) ინდივიდუალური სველი წერტილით და ცენტრალური გათბობით. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ჯავშნების მიღება ზამთრის სეზონზეც.


სასტუმრო კომპლექსი „ნაბადი“ გთავაზობთ სათავგადასავლო და შემეცნებითი ტურების ორგანიზებას ( სამანქანო, საცხენოსნო და საფეხმავლო); სასტუმროს ტერიტორიაზე, ასევე ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც გათვლილია 100 პერსონაზე და იზოლირებულია სასტუმროსაგან. სასიამოვნო მუსიკისა და თუშეთის ულამაზესი ხედის ფონზე, რესტორანი გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ, ევროპული და ადგილობრივი კერძების მენიუს. მენიუ მორგებული იქნება როგორც ჯგუფებზე, ასევე ინდივიდუალურ პირებზე და შესაძლებელი იქნება, წინასწარი შეკვეთით, ტურისტული კომპანიებისთვის ლანჩბოქსების დამზადება.

სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ თუშური ტრადიციული სამზარეულოს შედევრები და გასინჯონ სასტუმროს მიერ წარმოებული ტრადიციული მეთოდით მოხარშული თუშური ლუდი - ალუდი. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ მომზადების პროცესში. რესტორანს აქვს ბარი, სადაც დაგხვდებათ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ფართო არჩევანი. თქვენთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნებს ყურადღებიანი და მეგობრული პერსონალი.
შეფასებები

/ 5

5 REVIEWS

EXCELLENT

4

VERY GOOD

1

AVERAGE

0

POOR

0

VERY POOR

0

შეაფასეთ