დალაობა
დალაობა მამაკაცთა სამგლოვიარო ზარია, რომელიც სრულდებოდა და სრულდება ახლაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლისთავის ხარჯს დოღით იხდიან. თუშური დალაობის მოტივი ერთხმიანი მოძახილია, ხოლო ტექსტი - თექვსმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი. დალაობა შინაარსობრივად, სიცოცხლეში, გარდაცვლილის საქმეთა სადიდებელსა და მისი სიკვდილის სინანულს წარმოადგენს.