შენაქო - აგეურთა
მთავარი ღირსშესანიშნაობები:სოფელ ომალოს შემოგარენის ულამაზესი ხედები, შერეული ტყის ჰაბიტატი, ფრინველთა მრავალფეროვნება, შენაქო - თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი და მისი XIX საუკუნის ტაძარი, ნასოფლარი აგეურთა ციხის ნანგრევებით.
მიმართულება : ომალო > ომალო > შენაქო > აგეურთა > ომალო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ომალომდე დაახლოებით - 700 მ)
მანძილი : 12 კმ
ხანგრძლივობა: 6 - 7 სთ
სირთულე: მარტივი/საშუალო; საფეხმავლო
წრიული მარშრუტი ომალოდან იწყება და საცალფეხო ბილიკით ეშვება პირიქითის ალაზანთან და დაკიდებული ხიდის მეშვეობით გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, საიდანაც შენაქოს მიმართულებით მიუყვება. შენაქოდან ბილიკი უხვევს ხელმარჯვნივ და მიდის სოფელ აგეურთას ნანგრევებთან. ნასოფლარიდან ბილიკი მიუყვება მთის ფერდს ომალოს მიმართულებით. დაახლოებით 1.5 კმ-ის გავლის შემდეგ ბილიკი უერთდება მთავარ სამანქანო გზას და ბრუნდება სოფელ ომალოში.
შეფასებები
/ 5
5 REVIEWS
EXCELLENT
4
VERY GOOD
1
AVERAGE
0
POOR
0
VERY POOR
0
შეაფასეთ
თქვენ შეიძლება ასევე მოგეწონოთ
ვიზიტორთა ცენტრი
მთავარი ღირსშესანიშ...
კესელო - ქუე
მთავარი ღირსშესანიშ...