თუშეთში ნოყიერი სუბალპური და ალპური მცენარეული საფარი მეცხოველეობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს. მეცხვარეობა კი - თავის მხრივ - იძლევა ნედლეულს ხალხური ფეიქრობისათვის. თუშური ცხვარი ითვლება კავკასიაში გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან საუკეთესოდ მატყლის წარმოების თვალსაზრისით - მას რბილი, ნაზი და მბზინავი მატყლი აქვს.

ძაფის ღებვა


მატყლის ღებვა თუშეთში XIX საუკუნის II ნახევრამდე მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით ხდებოდა, თუმცა , მალევე გავრცელდა სინთეტიკური ხელოვნური საღებავები მთელს კავკასიაში და მათ შორის - თუშეთშიც, რომელმაც მწყემსების ან მთაში ასული ვაჭრების საშუალებით ამოაღწია.
ღებვა თუშეთში ოდტგანვეგავრცელებული საქმიანობა იყო: ამას ხელს უწყობდა საღებავად გამოყენებული მცენარეების მრავალფეროვნება და ადგილზე მიღებული ნედლეული - თუშური ცხვრის მატყლი, რომელიც გამოირჩევა ღებისადმი დიდი მორჩილებით და მიღებული ფერის მდგრადობით. ამაზე ეთნოგრაფიული მასალა, დღემდე შემორჩენილი ფლასები (ძველებური საფენები) და ფარდაგები, აგრეთვე - ტოლის (შალის) ქსოვილთა ნიმუშებიც მეტყველებს, რომლებიც უხუნებელი ფერებით გამოირჩევა.
თუშეთში ნოყიერი სუბალპური და ალპური მცენარეული საფარი მეცხოველეობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს. მეცხვარეობა კი - თავის მხრივ - იძლევა ნედლეულს ხალხური ფეიქრობისათვის. თუშური ცხვარი ითვლება კავკასიაში გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან საუკეთესოდ მატყლის წარმოების თვალსაზრისით - მას რბილი, ნაზი და მბზინავი მატყლი აქვს.
ს. მაკალიათიას ტავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს სამი ბუნებრივი საღებავი: წენგო,შავი და ყვითელი. წენგოს მისაღებად ნართს თავშავა ბალახში ხარშავენ და ამოღებისას ნაცარს აყრიან, გარეცხავენ და გაკიდებენ. შავი ფერის მისაღებად - თავშავას წვენში ურევენ ძაღას. ყვითელი ფერი კი ფიჭვის ხავსისგან მიიღებაო - წერს მკვლევარი.
გ. ბოჭორიძე თავის ნაშრომში წერს - მატყლს იმის მიხედვით არჩევენ, როგორი ფერის ქსოვილის მიღებაც უნდათ. ზოგიერთი ფერის ქსოვილისათვის, როგორიცაა თეთრი, ლეგა, ჩაშაო ლეგა, ლეგა ფერი - მოწითალო და მოშავო ფერის მატყლს არჩევენ, დანარჩენისთვის - შეღებილს იყენებენ. მატყლის ბუნებრივი ფერი არის წითელი, თეთრი, ლეგა, ჭრელი, შავად ჭრელი, წითლად ჭრელი და სხვ. ღებვის მერე იღებენ სხვადასხვა ფერს. ძველი ფერებია: შავი, თეთრი, წითელი, თეთრა წითელი, ჩაშაო წითელი, ღვიძლისფერი, ლეგაფერი წყლისფერი და ა.შ.

{article_images}


თუშეთში მცენარეულ საღებავთა დიდი მრავალფეროვნებაა და ღებვა წელიწადის ყველა დროს შეიძლებოდა. თუშები საღებავს ორ ჯგუფად ყოფენ: თუშური საღებავები - მხოლოდ თუშეთში რომ მოიპოვება და გამოიყენება და ’’კახურა’ი’’ - კახეთიდან რომ ამოჰქონდათ. თუშური საღებავებია: დეკა, თავშავა, ჯანგარო, მურანი, კრაზანა, კოწახურის ძირები, ფიჭვის და არყის ხის ხავსი, ღოლოს ძირი, მყრალა ბალახი, წართხალი, ვერხვისა და არყის ხის ფოთოლი, ცირცლის ხის ქერქი, ჭვარტლი.
საგულდაგულოდ არჩევენ სამღებრო ჭურჭელს, ადერ თუჯის ქვაბს იყენებდნენ, ესევე სპილენძისასაც, მაგრამ უპირატესობა თუჯს ენიჭებოდა.
ისევე, როგორც სხვა თუშურ ხელსაქმეს, ძაფის და მატყლის ღებვასა ტრადიციული მცენარეების გამოყენებით ბიძგი მისცა ტურიზმის განვითარებამ. ამჟამად, მატყლის ღებვით დაკავებულია რამოდენიმე კერძო პირი, ის ასევე შეისწავლება კოლეჯ „აისშიც“.

ტექსტი: ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგვა.
ფოტო: ანა ბუჩაიძე