საახალწლო დღეობათა ციკლი, რომელიც ქრისტეშობისთვის ოცდახუთ რიცხვში „ქრისტეს“ შობის დღესასწაულით იწყებოდა და მთლ ორ კვირას წყალკურთხევამდის გრძელდებოდა

ათნიგენობა


საახალწლო დღეობათა ციკლი, რომელიც ქრისტეშობისთვის ოცდახუთ რიცხვში „ქრისტეს“ შობის დღესასწაულით იწყებოდა და მთლ ორ კვირას წყალკურთხევამდის გრძელდებოდა, უმთავრესი იყო ზამთრის სახალხო რელიგიყრ დღესასწაულებს შორის. ამ დღეებში ჰქონდა თუშ მშრომელ ხალხს დასვენების საშუალება. ამ დღეებში იდიდნენ ისინი თავიანთ მოვალეობებს ღვთისა და კაცის,მიცვალებულთა სულების ხსოვნის, მტრისა და მოყვასის, შინაურისა თუ უცხო სტუმრის წინაშე და თვითონაც, ყოველდღიურ საზრუნავს გამოთიშულნი, ილხენდნენ და ხარობდნენ (ქრისტიანობა ხომ ერთმანეთის სიყვარული და პატივიცემაა).


სუფრას თამადობდა ვინმე უხუცესთაგანი „ხელოსანი“-ღვთისა და ჯვარ-ხატის მსახური პირი. იგი გარკვეული წესითა და რიგით წარმოსთქვამდა სადღეგრძელოებს: ჯერ ადიდებდა თავიანთი სოფლის ჯვარ-ხატებს, დღეს ნახსენებ „ღვთისშვილებს,“მთა-ბარის, ოთხივ კუთხის სალოცავებს, იტყოდნენ თუშეთის „ მოდე-მოძმე“ ფშავ-ხევსურების სალოცავების სადიდებელს. მოიხსენიებდნენ მიცვალებულთ და ა.შ. აქ კარგად ჩანს თუშების ქრისტიანული ბუნება.