სწორედ მათი მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწერა დიადმა პოეტმა, ვაჟა-ფშაველამ, პოემა „ბახტრიონი“. თუშების ბელადი, ამ აჯანყების დროს, იყო დიადი ზეზვა გაფრინდაული.

ზეზვა გაფრინდაული


ბახტრიონის აჯანყება, რომელიც 1659 წელს მოხდა, თუშებისათვის დამახასიათებელმა ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა. ამ ბრძოლაში, თუშებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, სწორედ მათი მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწერა დიადმა პოეტმა, ვაჟა-ფშაველამ, პოემა „ბახტრიონი“. თუშების ბელადი, ამ აჯანყების დროს, იყო დიადი ზეზვა გაფრინდაული, რომელსაც თუშები ასე მოიხსენიებენ:

„ზეზვაო, გაფრინდაულო, ცოტას მოკლეო ენითა,
თუშნი რო დაჯარდებიან, შენ აგარჩევენ ხელითა.“


გომეწრელთა სათემო სალოცავთან, ხითანის ხვრის სიახლოვეს, ვაკეში, რომელსაც გომეწრელები „სასვენათანას“ ეძახიან, გამვლელი აუცილებლად შეამჩნევს დიდ ბროლის ქვას, რომელსაც „ზეზვას ხეხს-გოხად“მოიხსენიებენ. ამ ქვაზე მჯდარა ზეზვა გაფრინდაული, როდესაც ხითანის დღეობიდან მომავალ თუშებს კახეთში სალაშქროდ მოუწოდებდა. ქალის სამოსში გამოწყობილ ზეზვას მათთვის მიუმართავს: ჩვენ ხომ დედაკაცები ვართ, კახეთს თათრები გვართმევენ და ხელი ვერ გამოგვიღიაო... სამწუხაროდ, ქართული ისტორია- მეფეების და ბატონების ისტორიაა, ამიტომ ზეზვა გაფრინდაულის საგმირო საქმეებზე მხოლოდ ხალხური „გაფრინდაულის ამბავი“ მოგვითხრობს.

გამოყენებული ლიტერატურა: გ. ცოცანიძის ,,შეთე“