ოლეჯი „აისი“ რამოდენიმე ათეული წელია რაც არსებობს. ცენტრალური სათაო ოფისი მდებარეობს სოფ კაჭრეთში. კოლეჯს აქვს სამი ფილიალი: ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფ. ქვ. ალვანი, დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტი სოფ. სამრეკლო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფ. შრომა.

კოლეჯი „აისი“


კოლეჯი „აისი“ რამოდენიმე ათეული წელია რაც არსებობს. ცენტრალური სათაო ოფისი მდებარეობს სოფ კაჭრეთში. კოლეჯს აქვს სამი ფილიალი: ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფ. ქვ. ალვანი, დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტი სოფ. სამრეკლო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფ. შრომა.
კოლეჯი „აისი“ ოთხივე ლოკაციაზე ანხორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელოვნების, აგრარული, ინჟინერიის და ჯანდაცვის მიმართულებით. კოლეჯის მისიაა, ხარისხიანი და ინოვაციური განათლებისა და უნარების მიწოდების გზით კონკურენტუნარიანი, მაღალი ზნეობის პროფესიონალური კადრის მომზადება.
ჩვენი ფილიალი, რომელიც მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვ. ალვანში მიზანია მომზადდეს კოკურენტუნარიანი პროფესიული კადრი ისეთ პროფესიებში რომლებიც მოთხოვნადია ჩვენი რეგიონისთვის. ფილიალი ძირითადად ამზადებს კადრს ხელოვნების მიმართულებით სხვადასხვა პროფესიებში. თვითოეული პროფესია მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს, რათა არ დაიკარგოს აღდგეს, განვითარდეს და შენარჩუნდეს ქართული ხელოვნების ტრადიციული დარგები: მხატვრული ქსოვილები, ფარდაგის ქსოვა, ხალიჩის ქსოვა, გობელენის ქსოვა, თექის დამზადება, ბატიკა, დაჩითვა, შიბორი, ქვილთი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, მომინანქრება, სამჭედლო საქმე, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტრადიციის გაგრძელებას ასევე ტურიზმის განვითარებას. ფილიალი გათვლილია 100 სტუდენტზე, და სრულად არის სრულად რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ასევე ადაპტირებული სპეციალური შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის. კოლეჯის კურსდამთავრებულები აქტიურად არიან ჩაბმულნი კულტურულ ცხოვრებაში. მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენა- გაყიდვებში. დაარსეს პატარა გაერთიანებები, სადაც ამზადებენ თექის სხვადასხავა სუვენირებს, რომელსაც შემდეგ ყიდიან როგორც უცხოელ ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებზე ან აბარებენ სხვადასხვა სალონებში, რითაც პოპულარიზაციას უწევენ ქართული ხელოვნების ნიმუშებს.


ამჟამად ჩვენს ფილიალში გვაქვს შემდეგი მოდულური სპეციალობები: კერამიკული ნაკეთობის დამზადება , მომინანქრება, თექის დამზადება, მხატვრული ქსოვილები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, თმისა და სილამაზის მომსახურება, მეთევზეობა. მომავალში ჩვენ განვახორციელებთ როგორც მოდულურ, ასევე მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო სწავლებას ხელოვნების, აგრარული, ინჟინერიის და ჯანდაცვის მიმართულებით. ხელოვნების პოპულიზაციის მიზნით ამჟამად ვაშენებთ კერამიკული ნაკეთობის სახელოსნოს და სალონს გამოფენა-გაყიდვებისთვის.