ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
ორგანიზაცია მიზნად ისახავს ცოდნაზე, ინოვაციებზე და შემოქმედებითობაზე დაფუძნებულ საზოგადოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობას, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა-განვითარებას და მასში ადგილობრივი საზოგადოების ჩართვას;
ორგანიზაცია ,,თუშური ბრენდი''
ა(ა)იპ თუშური ბრენდი დაფუძნდა 2015 წელს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ცოდნაზე, ინოვაციებზე და შემოქმედებითობაზე დაფუძნებულ საზოგადოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობას, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა-განვითარებას და მასში ადგილობრივი საზოგადოების ჩართვას; კულტურის როლის წარმოჩენას და წინ წამოწევას მდგრადი განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში; ასევე, მუნიციპალური კულტურის სფეროში დასაქმებულთა და დასაქმების მოტივაციის გაზრდას, კულტურის ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი ეთნო-კულტურის პოპულარიზაციას და ინტერნაციონალიზაციას, კულტურის სფეროს მართვის დემოკრატიზაციას; კულტურის სექტორში მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას.
ორგანიზაციის შექმნას წინ უძღოდა მოხალისეობრივი გზით განხორციელებული სხვადასხვა ტიპის კულტურული აქტივობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თუშური ბრენდის ადგილობრივი არქივის შექმნას. მასში თავმოყრილია ტრადიციული ფოლკლორული ნიმუშები, ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მცირე რაოდენობის დოკუმენტი და არტეფაქტი. არქივის ბაზაზე თუშური ბრენდის წარმომადგენლების ინიციატივით და „თუშეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით“ 2015 წლიდან ორგანიზაციის საარქივო ბაზაზე შეიქმნა „ფოლკლორის სახლი“, რომლის მიზანიცაა ტრადიციული მუსიკალური ფოლკლორული ნიმუშების შესწავლა დამუშავება, პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა და პოპულარიზაცია.
დაარსების დღიდან ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ კულტურულ დღესასწაულებისა თუ ფესტივალების ორგანიზებაში. მათ შორის ორგანიზება გაუწია 2016-2017 წწ-ში სახალხო დღესასწაულს „ზეზვაობა“, პერიოდულად ატარებს როგორც ტრადიციულ, ისე ექსპერიმენტალურ კონცერტებს. თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან (ორგანიზაციის წარმომადგენელი არის კონსერვატორიის ქალთა ფოლკლორული ანსამბლის წევრი), ფოლკლორის ცენტრთან და მონაწილეობას იღებს მათ მიერ დაგეგმილ ეთნომუსიკოსთა კონფერენციებსა და კონცერტებში. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს საერთაშიროსო პარტნიორებთან და დონორებთან.
„თუშური ბრენდის“ შექმნის თავდაპირველი იდეა და ძირითადი მიზნები უკავშირდება თუშეთის მხარეს და თემს, რომელიც წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს. თუშეთს, ტრადიციული საქმიანობის, სპეციფიკური ყოფიერების და ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, სეზონური ადგილ-მონაცვლეობა ახასიათებს და მოსახლეობა წლის განმავლობაში დროის ნახევარს, იგივე, ახმეტის ადმინისტრაციის ერთეულში შემავალ სათემო სოფლებში, ქვემო და ზემო ალვანში ატარებს. შეიძლება ითქვას რომ ზამთრის სეზონი მთლიანი მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ასევე საზოგადოებრივი აქტივობით უკიდურესად პასიურია. მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია არსებული კულტურული რესურსების ფუნდამენტური მოკვლევით, ოპტიმალური გამოყენებით და ზოგადად კულტურის როლის ახლებურად გააზრებით, ადგილობრივ მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის ჭრილში. მიუხედავად თავდაპირველი ვიწრო მიზნისა, ორგანიზაციამ 2019-2020 წწ ორგანიზაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში წამოიწყო პროექტი „აქტიური საზოგადოება კულტურის განვიათარებისთვის” რომელიც მხარდაჭერილი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონალური განვითარების მონიტორინგი და ადვოკატირება ფარგლებში. რომლის მიზანს წარმოადგენდა ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს (მათშორის კულტურული ტურიზმის) განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით.
• კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროში არსებული საბიუჯეტო სისტემის ეფექტიანობა და გამჭვირვალობა.
• დადგინდეს მუნიციპალიტეტის პოტენციალი კულტურის განვითარების (კულტურული ტურიზმის) მხრივ, კერძოდ კი შესწავლილ იქნას მუზეუმებისა და კულტურული სივრცეების მდგომარეობა. ხოლო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში გაიცეს რეკომენდაციები ამ სფეროში მომუშავე პირთათვის (თუ როგორ გამოვიყენოთ არსებული რესურსი, როგორ დავიცვათ ის და ა.შ.)
კვლევა იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დადგინდა მათი კმაყოფილების დონე კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მათი აზრის გათვალისიწინებით შედგა დოკუმენტი სახელწოდებით „კულტურის სფეროს გამოწვევები ახმეტის მუნიციპალიტეტში“ აღნიშნული დოკუმენტი მიწოდებულ იქნა მუნიციპალიტეტისთვის. იმედი გვაქვს, წარმოდგენილი დოკუმენტი დაეხმარება შესაბამის მუნიციპალურ სამსახურებს უფრო ეფექტიანად დაგეგმონ მოსახლეობის საჭიროებზე ორიენტირებული კულტურის ადგილობრივი სერვისები და იმსჯელონ კულტურის სფეროს განვითარების გრძელვადიან ხედვაზე - რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე არაერთი დადებითი პროცესის გამომწვევი შეიძლება გახდეს.