წითელი ნუსხა

მეცხვარის ძაღლი


მეცხვარე ძაღლი ფარის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი უნდა იცავდეს და არასოდეს არ უნდა იჩენდეს აგრესიას შინაური ცხოველების მიმართ. კარგი ძაღლი ფარასთან გადაადგილდება და როცა ფარა ძოვს, მუდამ ცხვრებს შორის რჩება ან შორი-ახლოს ისვენებს. საფრთხის შემცველი ან უჩვეულო ქმედების თუ მოვლენის შემჩნევისთანავე იწყებს ყეფას და უშიშრად მიიწევს მოახლოვებული საფრთხისაკენ. კარგი ნაგაზის გამოზრდის მთავარი წინაპირობაა: ძაღლის სწორად შერჩევა, სოციალიზაცია შინაურ ცხოველებთან, არასასურველი ქცევის კორექცია.


საბედნიეროდ მეცხვარე ძაღლების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები ხშირი არ არის, მიუხედავად ამისა, საჭიროა სათანადო ყურადღება დაეთმოს ადამიანების უსაფრთხოების საკითხს. თუ ძაღლმა დიდი დრო უნდა გაატაროს ისეთ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია უცნობი ადამიანების, მაგალითად ტურისტების ხშირი მიმოსვლა, საჭიროა, რომ იგი ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ უცნობ ადამიანს.