ცხვარ-მეცხვარეობა
საუკუნეთა სიღრმეში თუშეთში ჩაისახა გადასარეკი მეცხოველეობის (მეცხვარეობა და მეძროხეობა) ტრადიციული ცხოვრების წესი, რომელიც ისტორიულად ხორციელდება თუშეთი - ალვანები - შირაქ-სამუხის გეოსოციალურ გარემოში. მთისა და ბარის ცხოვრების წესის შეწყვილების შედეგად წარმოიქმნა კახეთის ბარის სოფლები - ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო და ქვემო ალვანები, აგრეთვე შირაქ-სამუხი, სოფელი კასრისწყალი და ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლალისყური. ეს სამი ისტორიულ-გეოგრაფიული არეალი თუშებმა დააკავში-რეს განსაკუთრებული ცხოვრების წესით, რომელიც წარმოადგენს ყოველ-წლიურ ციკლურ სამეურნეო მიგრაციას 300 კმ დიაპაზონში - ოთხი თვე თუშეთში, ოთხი თვე გადასარეკი ტრასის მიმდებარე კახეთის სოფლების მოსავლის აღების შემდგომ გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთებზე და ოთხი თვე შირაქ-სამუხის საზამთრო საძოვრებზე, რამაც თუშებს დაუმკვიდრა სამგან მაცხოვრებელი ტომის სახელწოდება. შირაქში თუშების გამოჩენას აკად. ექვთიმე თაყაიშვილი უკავშირებს არჩილის მეფობის ხანას (1664-1675). მის მიერ მიკვლეული მასალიდან ჩანს, რომ თუშები მხოლოდ ალონის მინდორი ვეღარ აკმაყოფილებდათ და მათ ეძლევათ „მტკვარსა და იორს შორის მდებარე“ ტერიტორია სხვა მიწა-წყალთან ერთად, რისთვისაც სახელმწიფოსთვის „ფარაზე ერთ ცხვარზე მეტი“ არ უნდა გადაეხადათ . თუში მეცხვარე წელიწადში თორმეტი თვე ღია ციხს ქვეშ, ოჯახს მოწყვეტილი, ნაბდის ამარა, ექვსასი კილომეტრამდე საცხვრე ტრასაზე და ათა-სი კილომეტრი ადგილზე ცხვრის დევნაში, ქმნის პროდუქციას, იცავს საქართ-ველოს სახელმწიფო საზღვარს და თუშური ცხვრის ჯიშობრივ სიწმინდეს, არასდროს აწუხებს ხელისუფლებას გაუსაძლისი პირობების თაობაზე, არ ითხოვს სოციალურ შეღავათებს და ხელფასს, ასაქმებს და ხელ-ფასს უხდის მწყემსებს, თვითდასაქმებულია და ყველაფერ ამას-თან ერთად გადასახადსაც უხდის სახელმწიფოს. თუშეთში ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ხალხური სელექციის შედეგად მიღებული თუშური ცხვარი ხელს უწყობს გადასარეკი მეცხოველეობის განვითარებას.

ცხვარ-მეცხვარეობა 2

ცხვარ-მეცხვარეობა 1

ცხვარ-მეცხვარეობა 3

ცხვარ-მეცხვარეობა 4

ცხვარ-მეცხვარეობა 5

ცხვარ-მეცხვარეობა 6

ცხვარ-მეცხვარეობა 7

ცხვარ-მეცხვარეობა 8