ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
მოგზაურობა
,,თუშნი სარწმუნოებითა და ენითა არიან ქართულითა და მწყსის მას ალავერდელი“
წყალობა ჯვარისა
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სოციალურ-რელიგიური საზოგადოებები, ჩვენს ეტნოგრაფიულ ლიტერატურაში წარმარტული ხანის გადმონაშთად, ჩვენს დღეებამდე შემორჩენილ არქაიზმად არის მიჩნეული, თუმცა ეს „გადმონაშთები „ ცოცხალი ორგანიზმებია. ისმის კითხვა, როგორ მოხდა, რომ არქაულმა საზოგადოებრივმა წყობამ და რელიგიამ დღემდე უცვლელად მოაღწია?
მთაში ასეთი მისალმება არსებობს დღემდე-როცა ხატობები იმართება და ხალხი მიედინება მთაში ამ დღსასწაულის აღსაბიშნავად, ერთმანეთს გამარჯობის ნაცვლად ეუბნებიან: წყალობა ხატისა, წყალობა ჯვარისა. ძველი სიტყვაა ხატი, ნიში, რაც ნიშვავს ჯვარს. ხატობაში ასვლა გულისხმობს ჯვრის თაყვანისცემას. ეს წესი მთას არ მოუშლია სარწმუნოების დევნის პერიოდშიც კი.
„თუშნი სარწმუნოებითა და ენითა არიან ქართულითა და მწყსის მას ალავერდელი“-XVII საუკუნეში ასე გადმოსცა ვახუშტი ბაგრატიშვილმა თუშების ყოფა-ცხოვრების უმთავრესი მხარე,რომელიც ნათელს ჰფენს სარწმუნოების საკითხებს. ასეთი ცნობით მოვედით XIX საუკუნემდე შემდეგ იყო ცარიზმის მტრული პოლიტიკა, რამაც დიდი დაღი დაასვა თუშეთში ქრისტიანობას. XIX საუკნემდე ქრისტიანები გახლდით და XIX საუკუნეში - წარმართები?
წმინდა ილია მართალი ბრძანებს: „ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც არცოდნით თუ უვიცობით, ნებით თუ უნებლიეთ ჭეშმარიტებას უგულებელყოფენ. სხვისი წამხედველობით ზურგს აქცევენ. როდესაც ბარში ეკლესიები შემუსრეს, წაბილწეს, მაშინ მთა მტკიცედ იდგა მართლმადიდებულ რწმენაზე. ალავერდის ეპარქიის არქივში დაცულია საეკლესიო წიგნის ჩანაწერები, რომელიც ადასტულებს , რომ დიდი თუ პათარა, ქალი თუ კაცი თუშთში ცხოვრობდა მარხვით, ლოცვით , აღსარება-ზიარებით. შემონახულია საკმაოდ გრძელი სია, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, ვინ როდის თქვა აღსარება და ეზიარა....
ის სულიერი განძი რაც ჩვენ წინაპრისაგან გადმოგვეცა კერძოდ, მართმადიდებლური წესი ქორწინებისა, ოჯახის მოწყობისა, ოჯახის სიწმინდის დაცვისა, შვილების აღზრდისა, სტუმარ-მასპინძლობისა, უფროსის პატივისცემისა, იმის მოცემულობაა, რომ ჩვენ ქრისტიანული რჯულისანი ვართ.და ამას არაფერი საერთო აქვს კერპთთაყვანისმცემელ საზოგადოების ცხოვრების წესთან.
თუშეთში იყო ასეთი პერიოდიც, როდესაც: უმღვდელო და უკალენდარო თუშეთში მარხვის დადგომას მთვარის მიხედვით ანგარიშობდნენ ყველიერის კვირა დღეს ოჯახები ყველს დაიმარხვებდნენ. იმ საღამოს კოტრებს გამოაცხობდნენ ან კალტიან ხინკალს მოახვევდნენ და იწყებოდა გრძელი შვიდკვირიანი მარხვა.
კოტორი უფუარი ცომისა უნდა ყოფილიყო,რაც შეესაბამება „ძველ აღთქმაში“ მოყვანილ სწავლებებს:
1. არცერთი საძღვნო რომელიც უფალს გინდა შესწირო საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული (ლევიანნი 2:11)
2. „საფუარი არაფერი ჭამოთ, ყველგან , კი სადაც მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.“(ლევიანნი 23:37)
ქრისტეშობის ათ რიცხვში,მზებუდობის მეორე დღეს, „ქრისტეს მარხვა“ დადგებოდა. მარხვაშემოის ამ დღეს გვარბიძაშვილები და ახლო მეზობლები ერთად იკრიფებოდნენ, ხინკალს გააკეთებდნენ და მარხვას ერთად „შიკრავდნენ“.ორი კვირა მარხულობდნენ და ბავშვებსაც ამარხულებდნენ.