ზარი ლერიგიულ რიტუალში მონაწილეთა მიერ აღქმულია როგორც ღვთის მოვლინება, რომელიც ამავე დროს მავნე სულების განდევნის საშუალებაც არის

საზარე კოშკები


საზარე კოშკები, რომელებიც ფშვ ხევსურეთ თუშეთის ჯვარ - ხატის ნაგებობათა კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საზარეში მოთავსებული ზარი თავისი გახმიანებით მონაწილეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დამოწმებულ საღვთისმსახურო პროცესში.


როგორც ცნობილია, ზარი ლერიგიულ რიტუალში მონაწილეთა მიერ აღქმულია როგორც ღვთის მოვლინება, რომელიც ამავე დროს მავნე სულების განდევნის საშუალებაც არის. ეს საერთო მოვლენა კარგად ჩანს ქართველ მთიულთა რელიგიურ პრაქტიკაში თუნდაც იმ ათრიბუტებიდანაც, საჯვარხატო დროშებს რომ ახლავს ზანზალაკების სახით. ხუცეს-ხევისბერ-მედროშაენი დროშის ზარებს აჟღრიალებენ ყველა შემთხვევაში, როდესაც დროშა მონაწილეობს საჯვარხატო რიტუალში, ზაფხულის ხანგძლივ დღეობებში, როდესაც იმართება ჯვარიონ-ხატიონთა ღამისთევის პროცესიები, ნათლობები და სხვა. ასეთი საზარე-სადროშე კოშკები თუშეთში თითქმის ყველა სალოცავს აქვს.

გამოყენებული ლიტერატურა: ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიული საზოგადოებრივს - საკულტო ძეგლები