ჩვენი გუნდი
ირაკლი აფთარაული
მისამართი: ახმეტის რ-ი სოფ. ქვემო ალვანი, ომალო
მობ: +995 599 50 60 47
ელ.ფოსტა: irakli819@mail.ru
ვებ გვერდი:

ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
დაიბადა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში და დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.
განათლება
1984-1990 წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დაამთავრა სამთო ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით.
1995 წელს დაამთავრა რუსეთის საბაჟო აკადემიის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინსტიტუტი, საბაჟო საქმის ორგანიზატორის კვალიფიკაციით.
1998-2001 წწ. სწავლობდა საქართველოს საბაჟო აკადემიაში.
სამუშაო გამოცდილება
1990-1993 წწ. მუშაობდა ქვემო ალვანის #130 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მასწავლებლად.
1993-2004 წწ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში მებაჟე-ოფიცრად.
2004 წ. დაარსა შპს ,,ალვანის სატრანსპორტო სააგენტო“ და დღემდე მუშაობს დირექტორის პოზიციაზე.
2010-2014 წწ. იყო ქვემო ალვანის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
2017 წლიდან დღემდე მუშაობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, ბუნებრივი რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.