



დიკლო - ტუტარიკი
მთავარი ღირსშესანიშნაობები:შენაქო - თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი და მისი XIX საუკუნის ტაძარი, სოფელი დიკლო და ძველი დიკლოს ნანგრევები, სოფელი ჩიღო და სოფელი დართლო თავისი ღირსშესანიშნაობებით: ტრადიციული სამართალწარმოების უნიკალური ძეგლი - საბჭეო, შუა საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა საყდრები, საბრძოლო კოშკები, ტრადიციული საცხოვრებელი ციხე-სახლები, არქეოლოგიური ზონა, შთამბეჭდავი ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ტრადიციული ლუდსახარშის ნახვისა და ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა.
მიმართულება : ომალო > შენაქო > ტუტარიკი > ჩიღო >დართლო (მანძილი ვიზიტორთა ცენტრიდან ომალომდე დაახლოებით - 700 მ)
მანძილი : 30 კმ
ხანგრძლივობა: 3 - 4 სთ
სირთულე: მარტივი/საშუალო; საფეხმავლო/საცხენოსნო
გამჭოლი მარშრუტი ომალოდან იწყება და გაივლის სოფლებს - ომალო, შენაქო, დიკლო, ჩიღო და სრულდება სოფელ დართლოში.
სოფელ დიკლოდან სამანქანო გზით შესაძლებელია უკან დაბრუნება შენაქოში ან ომალოში.
მარშრუტის დაწყება ასევე შესაძლებელია სოფელ დართლოდან.
დღე 1: ომალო - სოფელი შენაქო - სოფელი დიკლო - ძველი დიკლო. დაახლოებით 16კმ. საშუალოდ 6-7 სთ.
დღე 2: სოფელი დიკლო - ტუტარიკი - სოფელი ჩიღო - სოფელი დართლო. დაახლოებით 14კმ. საშუალოდ 6-7 სთ.
ღამისთევა შესაძლებელია დასახლებულ პუნქტებში - საოჯახო სასტუმროებში ან კარავში.


გამჭოლი მარშრუტი ომალოდან იწყება და გაივლის სოფლებს - ომალო, შენაქო, დიკლო, ჩიღო და სრულდება სოფელ დართლოში.
სოფელ დიკლოდან სამანქანო გზით შესაძლებელია უკან დაბრუნება შენაქოში ან ომალოში.
მარშრუტის დაწყება ასევე შესაძლებელია სოფელ დართლოდან.
დღე 1: ომალო - სოფელი შენაქო - სოფელი დიკლო - ძველი დიკლო. დაახლოებით 16კმ. საშუალოდ 6-7 სთ.
დღე 2: სოფელი დიკლო - ტუტარიკი - სოფელი ჩიღო - სოფელი დართლო. დაახლოებით 14კმ. საშუალოდ 6-7 სთ. ღამისთევა შესაძლებელია დასახლებულ პუნქტებში - საოჯახო სასტუმროებში ან კარავში.

შეფასებები
/ 5
5 REVIEWS
EXCELLENT
4
VERY GOOD
1
AVERAGE
0
POOR
0
VERY POOR
0
შეაფასეთ
თქვენ შეიძლება ასევე მოგეწონოთ

დართლო - კვავლო - დანო
მთავარი ღირსშესა...

შენაქო - აგეურთა
მთავარი ღირსშესა...