სამზეო


თვალუწვდენელი მთაგრეხილი, კრიალა ცა აქა-იქ ნისლის მიმოფანტული ნარჩენებით და გზის ბოლოს ფორთოხლისფერი მზის გულზე გაშლილი ომალო, კესელოს კოშკების გადაღმა კი მზით გამთბარი სასტუმრო „სამზეო“...
43-ნომრიანი სასტუმრო ჩვეულ თუშურ სტილში ძველი ფიქალით აგებული შენობის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა აწყობილი და ტრადიციულ ფორმებზე დაყრდნობით დამუშავებული აივნები ამშვენებს. სასტუმროს ორ ბლოკს ერთმანეთთან ვიტრაჟიანი ანტრესოლი აკავშირებს, რომლის მინებიც მოზაიკასავით ირეკლავს ადგილობრივ პანორამას და მშვენიერების გაორმაგებულ ეფექტს ქმნის. ანარეკლის ცენტრში წელიწადის დროს, ამინდის და განწყობის მიხედვით ხან თოვლით დაფარული მწვერვალები, ხან კი ფერადი და ჭრელი მთებია, ხასხასა მწვანე ველებითა და განუყრელი ფერადსაფრიანი მინდვრის ყვავილებით.
სასტუმრო „სამზეოს“ ინტერიერი მყუდრო და ამავდროულად ენერგიულად დამუხტულია.


ინტერიერის ხასიათისა და სიღრმის შესაქმნელად გონივრულადაა შეხამებული ლითონების კომბინაცია – თითბერი და სპილენძი სითბოსა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს, შავი ლითონები კი თითქოს აწყნარებს და ჩარჩოში აქცევს მათ ენერგეტიკას.
თანამედროვე ესთეტიკით მოწყობილი სასტუმროს დიზაინი ჰარმონიულად ითავსებს ეროვნულ მოტივებს. გემოვნებით და ფრთხილად შერჩეული ხის ელემენტები და თბილი ფაქტურის ტექსტილი მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნის.
„სამზეო“ თავისი ყველა კომპონენტით უნიკალურია ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და თუშური ავთენტური ატმოსფეროსა და შეგრძნებების გასაღვივებლად. კომფორტული ნომრები, მყუდრო ჰოლი დახვეწილი აქსესუარებით, ქართულ მოტივებზე შექმნილი ხის ავეჯის ცალკეული ნივთებით, ფარდაგებითა და ნოხებით, აივნებითა და ტერასებით.

სრულყოფილებას ასრულებს სწორად შერჩეული მქრქალი და მშვიდი განათება, რომელიც აძლიერებს სასტუმროს ინტერიერით მიღებელ შთაბეჭდილებას. სტუმრების აბსოლუტური დასვენებისათვის Wi-Fi-ით სარგებლობა მხოლოდ ლობი-ში იქნება შესაძლებელი.
სასტუმროს ამშვენებს თანამედროვე ქართველი ოსტატის, ლევან ჯოხაძ-ის, მიერ შექმნილი ლითონის ჭაღები, რომელიც თანხვედრაშია არა მხოლოდ სასტუმროს ინტერიერის დიზაინს, არამედ ადგილობრივ გარემოსაც. სისადავით შექმნილი ლითონის ნივთებიდან წამოსული ენერგია და თუშური ხასიათი ჰარმონიულად ერწყმის სასტუმროს კონცეფციას.
სასტუმრო „სამზეოს“ კიდევ ერთ პრიორიტეტულ მახასიათებელი მისი ენერგოეფექტიანობაა. „სამზეო“პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება.
შეფასებები

/ 5

5 REVIEWS

EXCELLENT

4

VERY GOOD

1

AVERAGE

0

POOR

0

VERY POOR

0

შეაფასეთ