4-25 სმ. სიმაღლის მრავალწლოვანი, ფაშარკორდიანი მცენარეა.
კლდის მაჩიტა - Campanula petrophila Rupr
ოჯ. მაჩიტასებრნი - Campanula petrophila Rupr. საყვავილე ყლორტები მარავალია, წვრილი, წამოწეული, 1 ან 2 - 5 ყვავილიანი და უნაყოფო ყლორტებით. ძირის ფოთლები უცბადაა შევიწროვებული ყუნწად, კვერცხისებრი ან მომრგვალო - უკუკვერცხისებრი ფორმის, 3-15 მმ. სიგრძის, 5-12 მმ. საგნის, წვერებზე 3-5 კბილით.
ჯამის ნაკვთები სამკუთხა - ლანცეტისებრია, მობლაგვო, 3 - 4 -ჯერ მოკლეა გვირგვინზე. გვირგვინი ზარისებრი ან მილისებრ - ზარისებრია, ღია ცისფერია. კოლოფი ნახევრადმგრვალია, ძირს დახრილი. თესლი მოგრძო, ბრტყელი, ვიწროფრთიანია.
ყვავილობის დრო / ნაყოფობის დრო VII - VIII თვე.
იზრდება სუბალპურსა და ალპურ სარტყლებში, კლდეთა ნაპრალებსა და წვრილღორღიან ნაშალზე, კლდის ძირებზე. დეკორატიულია.
გამოყენებული ლიტერატურა: 100 ველური მცენარე თუშეთიდან