წითელი ნუსხა

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი- Capra cylindricornis


ზაფხულში ამ სახეობის გავრცელების არეალი მოიცავს დაახლოებით 330 კმ2-ს, ზღვის დონიდან 2800 მ–დან უმაღლეს მწვერვალებამდე (იხ. დანართი 5). ამრიგად, ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე - მის უკიდურეს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში (წოვათა და დიდი კავკასიონის ქედის აღმოსავლეთი ნაწილი). ცხოველთა უმრავლესობა ცხოვრობს ნივალური და სუბნივალური ზონების მიუწვდომელ ადგილებში. ზაფხულობით ისინი იშვიათად ჩამოდიან ალპური ზონის სიმაღლეზე, რადგან იქაური მდელოები ინტენსიურად გამოიყენება ცხვრის საძოვრებად.


პოპულაციაში შედის 750 ცხოველი (იხ. მინისტრის ბრძანება №261) და ითვლება რომ ეს რიცხვი სტაბილურია. მთავარი საფრთხეები აქაც არის არალეგალური ნადირობა, შინაური ცხოველების მიერ გადაჭარბებული ძოვება, რაც იწვევს სუბალპური და ალპური მდელოების ბიომასის დაქვეითებას, და შედარებით ნაკლებად, ტურისტების, ვერტმფრენებისა და სამთო მოთხილამურეების მიერ ცხოველთა შეწუხება (კოპალიანი და გურიელიძე, წიგნში ზაზანაშვილი და მელონი 2009, ინაშვილის მიხედვით).